თავი 3. მართვის ელემენტის დაპროექტება ფორმაზე. ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნა
3.2. მართვის ელემენტი GridView (გაგრძელება)

 
3.2.4.      მონაცემების ბაზიდან შეკითხვით ამორჩევა 
       თაგუნას მარცხენა კლავიშით ორჯერ დააწკაპუნეთ ჩვენ მიერ დაპროექტებულ ღილაკზე "ამორჩევა”. გამოჩნდება გვერდი პროგრამული კოდის ჩასაწერად;
ჩაწერეთ ერთადერთი ბრძანება Me.DataBind. ეს ბრძანება უზრუნველყოფს SQL instruqciiT  amorCeuli Canawerebis gamotanas GridWiev-ში.
პროგრამა შემდეგია:

Partial Class _Default
    Inherits System.Web.UI.Page
     Protected Sub Button1_Click(ByVal sender As Object, ByVal e As System.EventArgs) Handles Button1.Click
        Me.DataBind()
    End Sub
End Class

3.2.5.   Web-გვერდიდან სხვა Web-გვერდებთან ჰიპერკავშირების დამყარება   
        დავუშვათ, სიტყვაზე წინ/სურ. 3.26-წინა გვერდზე/ დაწკაპუნების შემდეგ Internet Explorer-ში საჭიროა გამოვიდეს სხვა გვერდი. 
მონიშნეთ სიტყვა წინ და ინსტრუმენტულ პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე Convert to Hyperlink. გამოვა ფანჯარა/სურ. 3.27/. ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Browse. გამოვა ფანჯარა/სურ.3.27/, რომელშიც მონიშნეთ Html გაფართოების მქონე ის ფაილი, რომელიც გამოტანილ უნდა იქნეს Internet Explorer-ში. დააჭირეთ ღილაკს OK.

სურ. 3.27. ფანჯარა Hyperlink
  
3.2.6.   GridView-ის ცხრილში მონაცემების რედაქტირება   
პროგრამული კოდის დაწერის გარეშე ცხრილში რედაქტირების განსახორციელებლად მართვის ელემენტი GridView დაპროექტდეს განსხვავებული წესით.
  • მიეცით ბრძანება View/Server Explorer. გამოვა ფანჯარა/სურ. 3.28/;
  • ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Connect to Database;

სურ. 3.28. ფანჯარა Server Explorer    
      გამოვა დიალოგური ფანჯარა, ველში Data source გაჩუმებით მითითებულია Microsoft Access Database File (OLE DB). მონაცემების სხვა ბაზასთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე Change და გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ შესაბამისი ტიპის ბაზა. კონკრეტული მონაცემების ბაზის მისათითებლად და მასთან კავშირის დასამყარებლად დააწკაპუნეთ  ღილაკზე Browse და მიუთითეთ იგი/სურ.3.29/. ბაზის მითითების შემდეგ დიალოგურ ფანჯარაში Server Explorer ჩაიწერება მონაცემების ბაზის დასახელება და მისამართი. ჩამოიწერება ამ ბაზაში არსებული ცხრილები, შეკითხვები, შენახული პროცედურები, ფუნქციები    /სურ. 3.30/.

 სურ. 3.29. დიალოგური ფანჯარა მონაცემების
 წყაროს შესარჩევად და კავშირის დასამყარებლად              სურ. 3.30. შერჩეული მონაცემების ბაზის სტრუქტურა 
სურ. 3.31. ცვლილებების ტიპების მიხედვით სათაურების დაწერა      სურ.3.32 მართვის ელემენტზე დატანილი ცხრილი დაპროექტების შემდეგ
  • თაგუნას  მაჩვენებელით გადმოიტანეთ ცხრილის დასახელება გვერდზე. სისტემა ავტომატურად დააკავშირებს ცხრილის ყველა ველს მართვის ელემენტთან GridView და ამ მონაცემებს მონაცემების ბაზასთან. გენერირებული იქნება HTML კოდი, რომელშიც მითითებულია მონაცემების წყარო, ველების განახლების კოდი და სხვა. სურ.3.30-ზე ნაჩვენებია ცხრილი სახელით tbstudenti დაკავშირებული მართვის ელემენტთან. მართვის ელემენტში ცხრილის ყველა ველია გამოტანილი. მოახდინეთ ცხრილის რედაქტირება: შრიფტი, ცხრილის სათაურის ტექსტი (თუ სათაური განსხვავებულია ველის დასახელებისგან) და სხვა.

3.2.7.     რედაქტირების ღილაკებისთვის დასახელებების დაწერა
     დააწკაპუნეთ სტრიქონზე Edit Columns. გამოვა ფანჯარა/სურ. 3.31/, რომელშიც ველში “Selected fields” მონიშნეთ დამატებული სვეტის სახელი „ცვლილებები”. ფანჯრის მარჯვენა მხარეს სტრიქონებში: EdirText, InsertText, DeleteText, CancelText, Selecttext, UpdateText ჩაწერეთ შესატყვისი დასახელებები ქართულად. ცხრილში არსებული ველებიდან მართვის ელემენტზე დატოვეთ ველები: ნომერი, ფაკულტეტი, გვარი, სახელი, მამის სახელი, სპეციალობა. რედაქტირების ღილაკებს დააწერეთ ქართულად შესატყვისი  დასახელებები: ცვლილება, გაუქმება, დამახსოვრება.
Web-გვერდს რედაქტირების შემდეგ ამგვარი სახე ექნება/სურ. 3.32/.

სურ. 3.33-ზე ნაჩვენებია გვერდი Internet Explorer-ში.                ღილაკზე „ცვლილება“ დაწკაპუნების შემდეგ გამოვა შემდეგი სურათი/სურ.3.34/:

შეცვალეთ გვარი  „ლალაძე“, გვარით „ჩემია“ და დააწკაპუნეთ ღილაკზე „დამახსოვრება“. ცვლილება დაფიქსირდება მონაცემების ბაზაში.